მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს, სადაც გაეცნენ პარლამენტის მუშაობის პროცესს და მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სხდომაში. აქტივობის ფარგლებში მათ წარადგინეს საკუთარი მოსაზრებები და სიმბოლურად აირჩიეს კანდიდატები. მომავალშიც ვგეგმავთ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაგრძელებას და მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტების ორგანიზებას, რათა მოსწავლეებმა პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და კიდევ უფრო მეტად ჩაერთონ სამოქალაქო განათლების პროცესში