ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა TOEFL-ის გამოცდაში და შესანიშნავი შედეგები აჩვენეს. გამორჩეული შედეგებისათვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ საზაფხულო სკოლის ვაუჩერებით, ასევე გადაეცათ საინტერესო და შემეცნებითი წიგნები. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ მიღწევებს მომავალში!სკოლა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და პროგრამებთან.
