შპს „ახალი ქართულ – ევროპული სკოლის“ მისია, ხედვა და ღირებულებები
მისია – შპს „ახალი ქართულ – ევროპული სკოლის“ მისიაა აღზარდოს ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების მატარებელი, ინტელექტუალური, თავისუფლად მოაზროვნე, მაღალი კულტურის, ჰუმანიზმისა და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების გამზიარებელი, კანონმორჩილი და ტოლერანტი პიროვნება. მოსწავლის საჭიროებებზე ორიენტირებული წამახალისებელი აქტივობებით, უახლესი სასწავლო მეთოდების გამოყენებით, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების სინთეზით მოსწავლეებმა შეიძინონ ცოდნა, გამოიმუშაონ კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნებისა და მუდმივად ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარი, რათა მათ დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი საზოგადოებაში.
ხედვა – სასკოლო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, სწავლა- სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვით, უსაფრთხო ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინკლუზიური გარემოს შექმნით, ვფიქრობთ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები შეძლებენ საკუთარი თავის მაქსიმალურ რეალიზებასა და დამკვიდრებას გლობალურ სამყაროში, რომლებიც მიაღწევენ წარმატებას და სხვებსაც დაეხმარებიან წარმატების მიღწევაში.
ღირებულებები:
➢ გუნდური მუშაობა;
➢ პროფესიული ზრდა და განვითარება;
➢ საქმის სიყვარული და ერთგულება;
➢ კეთილსინდისიერება და პატიოსნება;
➢ პასუხისმგებლობა;
➢ სამართლიანობა;
ამ მიზნის მისაღწევად სკოლა იცავს გარკვეულ პრინციპებს რომელიც სწავლების სხვადასხვა საფეხურზე მოიაზრებს:
სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდასა და მოსწავლის მომზადებას საბაზო საფეხურისთვის.
საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებას, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენას, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარებას.
საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირებას; მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
ახალი თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და სასწავლო პროცესში დანერგვას.
საგანმანათლებლო კურიკულუმების დახვეწას, სწავლების მეთოდების, მოდელების და ფორმატების პერმანენტული გადახედვის გზით.
