მოსწავლეების ვიზიტი ანანურის საჯარო სკოლაში

ახალი ქართულ-ევროპული სკოლის მოსწავლეები პრეზენტაციით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ეწვიენ ანანურის საჯარო სკოლას, შეხვედრის დასასრულს გაზიარებული “ცოდნის “გადამოწმება მოახდინეს kahoot-ის საშუალებით, სადაც გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინეს.Ასევე დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფოტოგრაფიის მასტერკლასშიც მიიღეს მონაწილეობა შეხვედრა საინტერესო და ინტერაქტიული იყო.

გასვლითი ექსკურსია ძამას ხეობაში

მოსწავლეებმა მოინახულეს ორთუბნის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გვიანფეოდალური ხანის, XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული ძეგლია და მის შემადგენლობაში შედის: ორთუბნის ღვთისმშობლის ეკლესია.ასევე ვნახეთსარკინეთის მამათა მონასტერი, რომელიც შიო მღვიმელის სახელობის კლდეში ნაკვეთ ეკლესიას წარმოადგენს.

ნატოს მნიშვნელობა და როლი

4 აპრილი ნატოს დაბადების დღეა, ახალი ქართულ -ევროპული სკოლის მოსწავლეებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს  ნატოს მნიშვნელობასა და როლზე თანაკლასელებისთვის,მიღებული ცოდნის “გადამოწმება”მოხდა kahoot-ის საშუალებით სადაც I,II და III ადგილზე გასულ ახალგაზრდებს გადაეცათ 🏆 საგანმანათლებლო ექსკურსიის საგზური ანანურში.

საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ნტოსა და ევროკავშირის შესახებ გამართულ საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ახალი ქართულ-ევროპული სკოლის წარმომადგენლები და მოსწავლეები. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო ეფექტიანი და თანმიმდევრული სტრატეგიული კომუნიკაციის გზით ნატო-ს, ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების დინამიკის და აქტუალური საკითხების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვა და ცნობიერების… მეტის ნახვა

English Book Educational-ის ინტერნაციონალური კონფერენცია

ჩვენი პარტრნიორი ორგანიზაციის English Book Educational მიერ ჩატარდა ინტერნაციონალური კონფერენცია. რომელსაც ესწრებოდნენ ახალი ქართულ-ევროპული სკოლის წარმომადგენლები. ამგვარი აქტივობები ჩვენი სკოლისთვის ხშირი მოვლენაა და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ჰელფინგ ჰენდი(Helping Hand)

მისია; მოხალისეობის განთვითარება საქართველოში როდესაც ერთვები მოხალისეობრივ საქმიანობაში, შენ შეგიძლია გამოიმუშაო ანალიტიკური უნარები და გამოცდილება მიიღო პროექტის მენეჯმენტში. მოხალისეობა მოგცემს შესაძლებლობას გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო უკეთ შეძლო.

რეგისტრაცია ახალი სასწავლო წლისთვის!

🔷ახალი ქართულ-ევროპული სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას პირველ კლასში 2024-2025 სასწავლო წლისთვის.✅ასევე გრძელდება მობილობა 🔷 რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: …

ყოველწლიური ფიზიკის ტურნირი

დღეს ჩვენს სკოლაში ჩატარდა ყოველწლიური ფიზიკის ტურნირი გუნდური შეჯიბრება სკოლის მოსწავლეთა შორის, რომლის მიზანიც მოსწავლეების სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებაა ასევე მოსწავლეების ცოდნისა  და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა.

“National Geographic Leaning”-ის საგანმანათლებლო კონფერენცია

ჩვენი პედაგოგები მიწვეულები იყვნენ “National Geographic Leaning”-ის საგანმანათლებლო კონფერენციაზე. კონფერენციას, სახელწოდებით – ინგლისური ენის მასწავლებლის დღე საქართველოში, ცნობილი მენტორი Alex Warren-ი თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად უძღვებოდა. სემინარის ფარგლებში სპიკერებმა ისაუბრეს სწავლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, თანამედროვე ბავშვების საჭიროებებზე, მოსწავლეთათვის ცნობისმოყვარეობის გაღვიძების,… მეტის ნახვა

გემასტუდიო აცხადებს მოსწავლეების მიღებას

გემასტუდიოს სკოლაში მიიღებიან: 7-10 მდე და 10-15 წლამდე ასაკის მოსწავლეები.სტუდიაში სწავლების ღირებულება არის:კვირაში ერთხელ 7-10 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის (თვეში 4 გაკვეთილი): 60 ლარი.კვირაში ორჯერ 10-15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის (თვეში 8 გაკვეთილი): 100 ლარი.დედმამიშვილებზე 10% ფასდაკლება სწავლება მოიცავს სამხატვრო მასალას სრულად.დღეები:… მეტის ნახვა