ჩვენი სკოლა მიწვეული იყო სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრაზე BTU-ში, სადაც გიორგი კაპანაძემ საინტერესო თემებზე ისაუბრა. შეხვედრის დროს განიხილეს GIS ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვა სფეროში, კერძოდ, როგორ ვიყენებთ მათ თანამედროვე სამყაროში. ასევე, განხილული იყო სივრცითი და დროითი მონაცემების ვიზუალიზაცია საზღვაო მეკობრეობის მაგალითზე, ტოპოგრაფიული რუკის ანალიზი და საქართველოს მოსახლეობის სიმჭიდროვის ანალიზი. შეხვედრამ საინტერესოდ და ინფორმაციულად ჩაიარა, მოსწავლეებმა ახალი ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.