ჩვენი სკოლის ისტორია კიდევ ერთხელ შეივსო საამაყო ფურცლით — 2025 წლის კურსდამთავრებულებმა მაღალი აკადემიური წარმატების წყალობით სკოლის მედლები დაიმსახურეს. ეს მიღწევა არ არის მხოლოდ მათი ცოდნისა და შრომისმოყვარეობის შედეგი — ეს არის მიზანდასახულობის, ძალისხმევისა და მუდმივი განვითარების სურვილის ნათელი გამოხატულება. ვულოცავთ ჩვენს მედალოსნებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
