დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) ეწვივნენ, სადაც გეოინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტმა, ბატონმა გიორგი კაპანაძემ, მათთვის საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა ჩაატარა. მოსწავლეებმა გაეცნენ ბუნებრივ პროცესებსა და გეოგრაფიულ აღმოჩენებს, ხოლო ვირტუალური სათვალეების დახმარებით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურეს. მსგავსი აქტივობები სწავლას უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცევს.