ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის მე-20 კონფერენციაში — მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელიც გლობალურ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებს ეძღვნებოდა. კონფერენციის ფარგლებში მათ გაეცნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს, განივითარეს დებატების, მოლაპარაკებისა და გუნდური მუშაობის უნარები, ასევე გამოავლინეს ლიდერული პოტენციალი. მიღებული გამოცდილება მათ მომავალ აკადემიურ და პროფესიულ გზაზე მნიშვნელოვან საფუძველს შეუქმნის.