VII კლასი ესტუმრა ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს. მათ დაათვალიერეს საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, ქვის ხანის ადამიანების ნაშთები და იარაღები. დაათვალიერეს ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან. განსაკუთრებით დაინტერესდნენ ოკუპაციის მუზეუმით.
