ჩვენი პედაგოგები მიწვეულები იყვნენ “National Geographic Leaning”-ის საგანმანათლებლო კონფერენციაზე.
კონფერენციას, სახელწოდებით – ინგლისური ენის მასწავლებლის დღე საქართველოში, ცნობილი მენტორი Alex Warren-ი თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად უძღვებოდა.
სემინარის ფარგლებში სპიკერებმა ისაუბრეს სწავლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, თანამედროვე ბავშვების საჭიროებებზე, მოსწავლეთათვის ცნობისმოყვარეობის გაღვიძების, მათთვის დამოუკიდებელი ხედვების ჩამოყალიბების, პირადი და სოციალური პასუხისმგებლობის გამომუშავების მნიშვნელობაზე.
