სიახლეები

მოსწავლეები საქართველოს პარლამენტში

მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს, სადაც გაეცნენ პარლამენტის მუშაობის პროცესს და მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სხდომაში. აქტივობის ფარგლებში მათ წარადგინეს საკუთარი მოსაზრებები და სიმბოლურად აირჩიეს კანდიდატები.

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს TOEFL-ის გამოცდაში

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა TOEFL-ის გამოცდაში და შესანიშნავი შედეგები აჩვენეს. გამორჩეული შედეგებისათვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ საზაფხულო სკოლის ვაუჩერებით, ასევე გადაეცათ საინტერესო და შემეცნებითი წიგნები.

აქტიური სპორტი, მხიარულება და გუნდური სული: დასამახსოვრებელი დღე ჩვენს სკოლაში

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დაუვიწყარი და ემოციებით სავსე დღე გაატარეს. ისინი დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ სხვადასხვა შემეცნებით და სახალისო აქტივობებში, სადაც მთავარი ადგილი სპორტულ შეჯიბრებებს დაეთმო.

მესამე კლასელების ინგლისურენოვანი სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“

მესამე კლასელებმა ინგლისურ ენაზე დადგეს სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ და არაჩვეულებრივად გაართვეს თავი წარმოდგენას. ეს იყო შრომის, ნიჭისა და გუნდური მუშაობის შედეგი. ვულოცავთ პატარა მსახიობებს ამ შესანიშნავ წარმატებას.

მოსწავლეთა წარმატება სპორტული მენტალური ანგარიშის ოლიმპიადაში

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს სპორტული მენტალური ანგარიშის ოლიმპიადაზე, სადაც საკუთარი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და სწრაფი გამოთვლის უნარები წარმოაჩინეს. ვულოცავთ მათ მიღწეულ შედეგებს და ვუსურვებთ მომავალშიც წარმატებებს.

საგანმანათლებლო პრეზენტაციები სხვადასხვა ქვეყნების შესახებ

ინგლისურ ენაში მომზადებული პრეზენტაციების საშუალებით მოსწავლეებმა წარმოაჩინეს სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციები და კულტურული მრავალფეროვნება.

შემეცნებითი ვიზიტი ისტორიის მუზეუმში

მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ისტორიის მუზეუმში, სადაც დიდი ინტერესით დაათვალიერეს ექსპონატები, მოისმინეს ნამუშევრებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ, და კიდევ უფრო გაიღრმავეს ცოდნა ქვეყნის ისტორიაზე. ვიზიტის ბოლოს ჩაერთვნენ ინტელექტუალურ თამაშში, სადაც გამოავლინეს გუნდური მუშაობისა და ცოდნის უნარები და სიგელიც ღირსეულად მოიპოვეს.

შემოქმედებითი დღე ხელოვნების სასახლეში

მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ხელოვნების სასახლეში, სადაც საინტერესო და ემოციური დღე გაატარეს. მათ დაათვალიერეს ულამაზესი ისტორიული სივრცე, მოისმინეს მრავალი საინტერესო ისტორია და ბოლოს საკუთარი ხელით შექმნეს საახალწლო დეკორაციები. ღონისძიებამ შემოქმედებითი გარემო და სასიამოვნო განწყობა შექმნა.

გალაქტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო

გალაქტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილ საღამოზე მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ცნობილი ლექსები, განიხილეს მისი მრავალმხრივი შემოქმედება და ისაუბრეს გალაქტიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეტაპებზე. ღონისძიებამ განსაკუთრებული ემოცია და ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა მონაწილეებსა და დამსწრეებზე.

საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის მე-20 კონფერენცია

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის მე-20 კონფერენციაში — მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელიც გლობალურ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებს ეძღვნებოდა. კონფერენციის ფარგლებში მათ გაეცნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს, განივითარეს დებატების, მოლაპარაკებისა და გუნდური მუშაობის უნარები, ასევე გამოავლინეს ლიდერული პოტენციალი.… მეტის ნახვა