ახალი ქართულ-ევროპული სკოლის მოსწავლეები სოფელ ვარიანში, შიდა ქართლში, იმყოფებოდნენ და დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი. მათ ყურადღებით მოისმინეს მწერლის ბიოგრაფია, გაეცნენ მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს და გაახსენდათ უკვე შესწავლილი ნაწარმოებები, რომლებიც მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილი ილუსტრაციებით გაცოცხლდა.
