ახალი ქართულ-ევროპული სკოლის მოსწავლეები თელავში, ერეკლეს მუზეუმში ეწვივნენ და კახეთის ისტორია უფრო ახლოს გაიცნეს. ისინი მეფე ერეკლე II-ს ცხოვრებასა და მის მიღწევებს გაეცნენ, შემდეგ კი ადგილობრივი რთველის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტი ერთდროულად განათლებისა და კულტურის ამაღლებას ემსახურებოდა, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებზე.
