ახალი ქართულ-ევროპული სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე რკონში იმყოფებოდნენ. რკონის სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიმდებარედ, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს. რკონის „თამარის ხიდი“ მდინარე თეძამზეა გადებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ნახევარწრიული ხიდი ერთ მთლიანობას წარმოადგენს და 12,5მ სიგრძისაა, სიგანე კი 2,2მ-ა. ხიდის ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა და ნაგებია ნატეხი ქვით კირის დუღაბზე. იგი შემორჩენილია თავდაპირველი სახით. აქ გადიოდა შიდა ქართლის თრიალეთთან დამაკავშირებელი გზა.
