მეხუთე კლასი გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს მეგრული და იმერული ოდები, ქართლისთვის დამახასიათებელი ერდოიანი სახლი, მესხური სახლი და ა.შ. გაეცნენ ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესსა და ტრადიციებს. ნახეს ძველი ნივთები და ქართული სამოსი, ასევე ქართული ისტორიული საკრავები.
