ახალი ქართულ-ევროპული სკოლის მოსწავლეებმა ბუნებრივი მასალებით შექმნეს შემოდგომის ფერებით აღსავსე პეიზაჟი. შემოქმედებითი აქტივობა ბავშვს კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს უვითარებს. გამოცდილება, რომელსაც ბავშვი ხელოვნების გაკვეთილზე იღებს, მას ცხოვრებაშიც გამოადგება. თუ ბავშვები ხელოვნების რომელიმე დარგს გულმოდგინეს იკვლევენ, ატარებენ ახალ ექსპერიმენტებს და აქვთ თავიანთი იდეები, ე.ი. მათ შეუძლიათ ნებისმიერ სფეროში კრეატიული და შემოქმედებითი ადამიანები იყვნენ.ვიზუალური შემეცნება: ხატვა, ძერწვა, კუბებით სახლების შენება და სხვა მსგავსი აქტივობები ბავშვს ვიზუალური შემეცნების უნარებს უვითარებს. ბავშვები სივრცის სწორად აღქმას სწავლობენ.