საგანმანათლებლო ექსკურსია თელავში

მოსწავლეები იმყოფებოდნენ საგანმანათლებლო ექსკურსიაზე თელავში, სადაც მოინახულეს წინანდალი და ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმი. ექსკურსიის ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და უფრო ახლოს გაიცნეს ქვეყნის მნიშვნელოვანი ისტორიული პიროვნებების ცხოვრება და მოღვაწეობა.

ვიზიტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) ეწვივნენ, სადაც გეოინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტმა, ბატონმა გიორგი კაპანაძემ, მათთვის საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა ჩაატარა. მოსწავლეებმა გაეცნენ ბუნებრივ პროცესებსა და გეოგრაფიულ აღმოჩენებს, ხოლო ვირტუალური სათვალეების დახმარებით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურეს. მსგავსი აქტივობები სწავლას… მეტის ნახვა

პატარა მეცნიერები

ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა მიკროსკოპით დაათვალიერეს ხრტილი, ფოთოლი, კანი და პეპლის პირის აპარატი. დაკვირვებისა და შედარების პროცესმა მათ მეცნიერული აზროვნება კიდევ უფრო გააღრმავა.

გასვლითი-შემეცნებითი გაკვეთილი ჰაგიოგრაფიაში

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ხელმძღვანელობით ჩატარდა გასვლითი-შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე „ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები“. მოსწავლეებმა მოინახულეს მეტეხისა და მთაწმინდის ისტორიული ადგილები და გაეცნენ ქართული ჰაგიოგრაფიის მნიშვნელოვან მემკვიდრეობას, მათ შორის წმინდა შუშანიკის საფლავს.

ნატვრის თვალი“ — შეხვედრა თეატრის ჯადოსნურ სამყაროსთან

სპექტაკლი „ნატვრის თვალი“ მოსწავლეებისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი კულტურული გამოცდილება გახდა. ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და თეატრალური ხელოვნებისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაღრმავებას.

პირველკლასელების წარმატება მათემატიკურ შეჯიბრში

სკოლის პირველკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს მათემატიკურ შეჯიბრში, სადაც მათ გამოავლინეს ცოდნა, სისწრაფე და თავდაჯერებულობა.მათი მონდომება და აქტიურობა საამაყოა როგორც პედაგოგებისთვის, ისე მთელი სკოლის საზოგადოებისთვის.

საგანმანათლებლო ვიზიტი ერევანში

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო ექსკურსიაში, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა.მათ მოინახულეს სევანის ტბა, დაათვალიერეს მრავალი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობა, გაეცნენ მეზობელი ქვეყნის ტრადიციებსა და კულტურას.დღე გამორჩეულად საინტერესო, შემეცნებითი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა თითოეული მონაწილისთვის.

საამაყო მომენტი ჩვენი სკოლის ისტორიაში — მედალოსნები 2025!

ჩვენი სკოლის ისტორია კიდევ ერთხელ შეივსო საამაყო ფურცლით — 2025 წლის კურსდამთავრებულებმა მაღალი აკადემიური წარმატების წყალობით სკოლის მედლები დაიმსახურეს. ეს მიღწევა არ არის მხოლოდ მათი ცოდნისა და შრომისმოყვარეობის შედეგი — ეს არის მიზანდასახულობის, ძალისხმევისა და მუდმივი განვითარების სურვილის ნათელი გამოხატულება.… მეტის ნახვა

ექსკურსია ისტორიულ ქუთაისში

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა საოცარი და ემოციური დღე გაატარეს უძველეს ქალაქ ქუთაისში — ადგილას, სადაც ისტორია და ბუნება ერთმანეთს ყველაზე ჰარმონიულად ერწყმის

პატარა მხატვრები — სამყაროს ყველაზე თბილი შემოქმედები

ჩვენი სკოლის პატარა მხატვრები საკუთარი ფერებითა და წარმოსახვით ქმნიან უნიკალურ სამყაროს. თითოეული ნამუშევარი სავსეა სითბოთი, გულწრფელობითა და ბავშვური სილაღით. მათთვის ხატვა მხოლოდ ჰობი არ არის — ეს არის გზა, რომლითაც ისინი გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, ოცნებებს და სამყაროს მიმართ სიყვარულს.