სიახლეები

მოსწავლეები სტუმრად ტექნოპარკში

ახალი ქართულ-ევროპული სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტექნოპარკში. ისინი გაეცნენ ტექნოპარკის მუშაობის პრინციპს და თანამედროვე ტექნოლოგიებში მიმდინარე სიახლეებს.

ჰორიზონტის მხარეების ამოცნობა და გამოყენება კონტინენტების ურთიერთმიმართების დასადგენად.

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში ინტერაქციული დავალება შეასრულეთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ჰორიზონტის მხარეების ამოცნობა და გამოყენება კონტინენტების ურთიერთმიმართების დასადგენად.

შემოდგომის ფერებით შექმნილი ბუნებრივი სილამაზე-პეიზაჟი

ახალი ქართულ-ევროპული სკოლის მოსწავლეებმა ბუნებრივი მასალებით შექმნეს შემოდგომის ფერებით აღსავსე პეიზაჟი. შემოქმედებითი აქტივობა ბავშვს კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს უვითარებს.

შემეცნებითი ტური ეთნოგრაფიულ მუზეუმში

მეხუთე კლასი გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს მეგრული და იმერული ოდები, ქართლისთვის დამახასიათებელი ერდოიანი სახლი, მესხური სახლი და ა.შ.

ექსკურსია რკონში

ახალი ქართულ-ევროპული სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე რკონში იმყოფებოდნენ. რკონის სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიმდებარედ, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს.

პედაგოგთა ტრენინგი ,,ბიზნესის უნარ-ჩვევების” პროგრამის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებში

ახალი ქართულ-ევროპული სკოლის პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა ტრენინგში “ბიზნეს უნარ-ჩვევების” პროგრამის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებში. ახალი ქართულ-ევროპული სკოლის ადმინისტრაცია ხელს უწყობს პედაგოგების ჩართვას სხვადასხვა აქტივობებში და ამ პროცესს მომავალშიც გააგრძელებს.

მეოთხე კლასი საქართველოს ხელოვნების სასახლეში!

პროგრამა მოიცავდა მუზეუმის დათვალიერებას, პროგრამას შეადგენდა თეორიული და პრაქტიკული ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა თავიანთი ხელით ფორმა მისცეს კანფეტის მასალას და შეფუთეს საკუთარი დიზაინით.

პედაგოგთა მოსამზადებელი ტრენინგი

2022 წლის 31 აგვისტოს საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა მეწარმეობის საფუძვლების პედაგოგთა მოსამზადებელი ტრენინგის მეორე შეხვედრა. მოცემულ ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ახალი ქართულ-ევროპული სკოლის პედაგოგებმა.

საბავშვო ვოკალური სტუდია აგრძელებს მოსწავლეების მიღებას

ჩვენს სკოლასთან არსებული საბავშვო ვოკალური სტუდია აგრძელებს მოსწავლეების მიღებას, იხსნება ახალი ჯგუფები 🌟🎙🎵💜 დარეკეთ და დარეგისტრირდით, 📞 557570258

ქართულ-ხალხური ცეკვის სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას

4 წლიანი კურსის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს გადაეცემა ლიცენზირებული მოწმობა და ჩაირიცხება ანსამბლში რეპეტიცია იქნება კვირაში 3 დღე ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი საათ-ნახევარი.